იოავ გალანტი: „ჰეზბოლასთან შეთანხმების მიღწევის შანსები იწურება“
იოავ გალანტი: „ჰეზბოლასთან შეთანხმების მიღწევის შანსები იწურება“
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტიმ განაცხადა, რომ ჰეზბოლასთან შეთანხმების მიღწევის შანსები იწურება.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ იოავ გალანტს სატელეფონო საუბარი ჰქონდა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან.
გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს მხარეებმა განიხილეს ღაზაში მყოფი ისრაელელი ტყვეების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის მცდელობები, იემენში ჰუსიტების არსებობა და ჰეზბოლასთან შესაძლო შეთანხმების საკითხები.
გალანტიმ განაცხადა, რომ თუ ჰეზბოლა გააგრძელებს ჰამასთან კავშირს, ჩრდილოეთში მიმდინარე შეტაკებებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც ისრაელმა გასული წლის 7 ოქტომბრიდან მოყოლებული ღაზაზე თავდასხმები დაიწყო, 8 ოქტომბრიდან მოყოლებული ჰეზბოლას ჩათვლით ლიბანში განთავსებულ სხვა დაჯგუფებებთანაც პერიოდული შეტაკებები უხდება.