ვიეტნამში ტაიფუნ „იაგის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-ს გასცდა

ვიეტნამში ტაიფუნ „იაგის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-ს გასცდა

2186771
ვიეტნამში ტაიფუნ „იაგის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-ს გასცდა

ვიეტნამში ტაიფუნ „იაგის“ მსხვერპლთა რიცხვი 233-მდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 823 ადამიანი, ხოლო 103 ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.

აღნიშნული შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივი მედიასაშუალებები ქვეყნის კატასტროფების პრევენციისა და კონტროლის დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება.

თავის მხრივ, ვიეტნამის ადმინისტრაციამ ათასობით სამხედრო მოსამსახურე მიავლინა ტაიფუნით დაზარალებულ რეგიონებში დახმარებისა და სამაშველო ოპერაციების განსახორციელებლად, ხოლო 50 ათასზე მეტი ადამიანი ევაკუირებული იქნა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე სანაპირო ქალაქებიდან.



მსგავსი ინფორმაციები