ტერაქტი შიიტური ჰაზარების წინააღმდეგ
ტერაქტი შიიტური ჰაზარების წინააღმდეგ
2186810
ავღანეთში, შიიტური ჰაზარების (ცენტრალურ ავღანეთში მცხოვრები შიიტური უმცირესობა) წინააღმდეგ შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით, 14 ადამიანი დაიღუპა.
TOLO News-ის ცნობით, უცნობი შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ შიიტ ჰაზარებს, კარიუდალის რეგიონში, რომელიც მდებარეობს დეიკუნდისა და გორის პროვინციების საზღვარზე.
თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმები იყვნენ დეიკუნდის პროვინციის სენგი ტაჰტის რაიონის მაცხოვრებლები.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია დაეშ-მა აიღო.
ფაქტთან დაკავშირებით, ავღანეთის ადმინისტრაციისგან ჯერ განცხადება არ გაკეთებულა.
ავღანეთში, სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფები, განსაკუთრებით ტერორისტული ორგანიზაცია დაეში, ხშირად ესხმის თავს ავღანელ შიიტებს.