ანტონიო გუტერეში რეფორმების მოწოდებით გამოდის

ანტონიო გუტერეში რეფორმების მოწოდებით გამოდის

2186816
ანტონიო გუტერეში რეფორმების მოწოდებით გამოდის

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილი „მომავლის სამიტის“ წინ გლობალური ინსტიტუტების რეფორმა უმნიშვნელოვანესია.

გაეროს „მომავალის სამიტის“ გლობალური მოწოდების ონლაინ ღონისძიებაზე გენერალურმა მდივანმა გუტერეშმა, ვიდეომესიჯი გაგზავნა.

გუტერეში თავის მესიჯში აღნიშნავს: „გაეროს უშიშროების საბჭო წარსულშია ჩარჩენილი. საერთაშორისო ფინანსური არქიტექტურა არაეფექტური და არასწორია. არსებული საერთაშორისო სისტემა არასაკმარისია მრავალი საკითხის მოსაგვარებლად. მომავლის სამიტი წარმოადგენს შესაძლებლობას ავაშენოთ უფრო ძლიერი „მრავალმხრივი სისტემა“. ვთვლი, რომ გლობალური ინსტიტუტების რეფორმა უმნიშვნელოვანესია და, რომ მეტი გლობალური სოლიდარობაა საჭირო მომავალი თაობებისთვის“.

ცნობისათვის, 22-23 სექტემბერს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაერო „მომავლის სამიტს“ უმასპინძლებს, რომელსაც 190-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი გამოვა სიტყვით გენერალურ ასამბლეაზე.



მსგავსი ინფორმაციები