პუტინი: „34 ქვეყანას BRICS-ის საქმიანობაში სხვადასხვა სახით ჩართვა სურს“

პუტინი: „34 ქვეყანას BRICS-ის საქმიანობაში სხვადასხვა სახით ჩართვა სურს“

2186624
პუტინი: „34 ქვეყანას BRICS-ის საქმიანობაში სხვადასხვა სახით ჩართვა სურს“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 34 ქვეყანას BRICS-ში (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) გაწევრიანების სურვილი აქვს.

პუტინი, რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში BRICS-ის ქვეყნების უმაღლესი წარმომადგენლების უსაფრთხოების სხდომის მონაწილე ოფიციალურ პირებს შეხვდა.

აქ პუტინმა განაცხადა, რომ 1 იანვრიდან შეხვედრას, BRICS-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პუტინმა აღნიშნა, რომ BRICS-ის ფარგლებში სხვადასხვა სფეროში აქამდე მრავალი შეხვედრა გაიმართა და დასძინა, რომ 22-24 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციაში შემავალი თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში ჩატარდება BRCS სამიტი, რომელსაც ბევრი ქვეყნის ლიდერი დაესწრება.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხაზი გაუსვა BRICS-ის მნიშვნელობას და თქვა: „BRICS-ის მიმართ ინტერესი იზრდება. 34 ქვეყანას BRICS-ის საქმიანობაში სხვადასხვა სახით ჩართვა სურს“.



მსგავსი ინფორმაციები