გებრეისუსმა ღაზაში ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთა
გებრეისუსმა ღაზაში ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორის ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, 1 სექტემბრიდან ღაზას სექტორში მიმდინარე „პოლიომიელიტის“ ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, 446 ათასზე მეტი ბავშვი იქნა აცრილი.
გებრეისუსმა სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე ღაზას სექტორში მიმდინარე ვაქცინაციის კამპანიის შესახებ ინფორმაცია გააზიარა.
გებრეისუსმა განაცხადა: „1 სექტემბრიდან მოყოლებული დღემდე პოლიომიელიტის ვაქცინაციის კამპანია ღაზას სამხრეთით 446 ათასზე მეტი ბავშვის ვაქცინირებით დასრულდა“. მისივე თქმით, ჯანდაცვის 5 დაწესებულება მანამდე გააგრძელებს მუშაობას, სანამ ყველა ბავშვი არ აიცრება.
ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ იმ ადგილებში, სადაც ვაქცინაცია ტარდება ჰუმანიტარული პაუზა ძალიან მნიშვნელოვანია, კამპანიის მთელი ღაზის ტერიტორიაზე განსახორციელებლად.
გებრეისუსის განმარტებით, ღაზის ჩრდილოეთით ვაქცინაციის კამპანიისთვის მზადება დაწყებულია. „ღაზაში ბავშვები იმსახურებენ არა მხოლოდ პოლიომიელიტის ვაქცინებს, არამედ ხანგრძლივ მშვიდობას“, თქვა მან.
მსგავსი ინფორმაციები
კიმ ჩენ ინი ბირთვულ იარაღის „უყოყმანოდ“ გამოყენებით იმუქრება
კიმ ჩენ ინი ბირთვულ იარაღის „უყოყმანოდ“ გამოყენებით იმუქრება
საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა