უკრაინაში მინისტრები თანამდებობიდან გადადგნენ
უკრაინაში მინისტრები თანამდებობიდან გადადგნენ
უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ პარლამენტს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა.
სტეფანჩუკმა სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მათ მიიღეს განცხადება მინისტრ კულებასგან გადადგომის შესახებ და გადადგომა განიხილება გენერალური სესიის ერთ-ერთ მომავალ სხდომაზე.
სხვა პოსტში, რომელიც მან ღამით გააკეთა, სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის ვიცე-პრემიერმა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა და ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლჰა სტეფანიშინამ ასევე წარადგინეს პარლამენტში გადადგომის შესახებ განცხადებები.
გუშინ უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ალექსანდრე კამიშინმა, იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუშკამ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა რუსლან სტრელეტსმა და უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდის პრეზიდენტმა ვიტალი კოვალმა პარლამენტს გადადგომის მოთხოვნით მიმართეს.
პრეზიდენტის ბრძანებულებით თანამდებობიდან გაათავისუფლეს ასევე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის უფროსი მრჩეველი როსტისლავ შურმა.
ეს ცვლილებები მოხდა მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის საპარლამენტო ლიდერმა დავით არახამიამ განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტის ნახევარი შეიცვლება.
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები აუცილებელია იმისთვის, რომ უკრაინამ მიაღწიოს მისთვის საჭირო შედეგებს და რომ მთავრობის ზოგიერთი სფერო უნდა გაძლიერდეს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მომავალ თვეში აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრამდე მთავრობაში რესტრუქტურიზაციისთვის მზადება დასრულდა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა ირინა გერაშჩენკომ გააკრიტიკა სამთავრობო ცვლილებები და მოუწოდა ერთიანი მთავრობის ჩამოყალიბებისკენ და თქვა, რომ ხელისუფლებაში ზელენსკის პოლიტიკური გუნდის გავლენა უნდა დასრულდეს.