პოლტავაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

პოლტავაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

2183159
პოლტავაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქ პოლტავაზე რუსული არმიის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 271-მდე გაიზარდა.

ვიდეო განცხადებაში, რომელიც მან Telegram-ის ანგარიშზე გაავრცელა, ზელენსკიმ რუსული არმიის მიერ გუშინ პოლტავაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 271-მდე გაიზარდა და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის არმიამ თავდასხმაში ორი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა, შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდა და გამოძიება დაიწყო.

ზელენსკიმ მანამდე გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ რუსეთმა პოლტავაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, თავდასხმის შედეგად ერთი ინსტიტუტი ნაწილობრივ განადგურდა და დაზიანდა მის გვერდით არსებული საავადმყოფო.


საკვანძო სიტყვები: #უკრაინა , #რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები