ინგლისი შეაჩერებს ზოგიერთი იარაღის მიყიდვას ისრაელისთვის

ინგლისი შეაჩერებს ზოგიერთი იარაღის მიყიდვას ისრაელისთვის

2182908
ინგლისი შეაჩერებს ზოგიერთი იარაღის მიყიდვას ისრაელისთვის

ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლამიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შეაჩერებს ზოგიერთი იარაღის მიყიდვას ისრაელისთვის.

ინგლისის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ლამიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შეაჩერებს ისრაელისთვის იარაღის ექსპორტის ზოგიერთ ლიცენზიას.

ლამიმ თქვა, რომ გადაწყვეტილება მოჰყვა კვლევას, რომელმაც დაადგინა, რომ „არსებობს აშკარა რისკი იმისა, რომ ინგლისის იარაღის ექსპორტის ლიცენზიები შეიძლება გამოყენებულ იქნას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევის ჩასადენად ან ხელშესაწყობად“.

მინისტრმა ლამიმ განაცხადა, რომ 350 ლიცენზიიდან დაახლოებით 30 შეჩერდება და დაამატა: "მსგავსი კონფლიქტის პირობებში, ამ მთავრობის კანონიერი მოვალეობაა გადახედოს ინგლისის ექსპორტის ლიცენზიებს. ეს არ არის ზოგადი აკრძალვა ან იარაღის ემბარგო".

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი არ და ვერ განახორციელებენ არბიტრაჟს იმაზე, დაარღვია თუ არა ისრაელმა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და თქვა: „ეს არის წინდახედული შეფასება და არა უდანაშაულობის ან დანაშაულის დადგენა. ეს არ აფერხებს მომავალ რაიმე სახის გადაწყვეტილებებს, რომელიც მომავალში კომპეტენტური სასამართლოების მიერ იქნება მიღებული“.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა თქვა, რომ ისრაელი "იმედგაცრუებულია" გადაწყვეტილებით და რომ ინგლისის ეს ნაბიჯი "ძალიან პრობლემურ გზავნილს უგზავნის ჰამასს და მის მხარდამჭერებს ირანში".

კაცმა განაცხადა, რომ ინგლისის მიერ მიღებული ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების სერია, მათ შორის ისრაელისთვის ზოგიერთი იარაღის მიყიდვის შეჩერების გადაწყვეტილებამ ისრაელის "იმედგაცრუება" გამოიწვია.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა X-ით გაკეთებულ პოსტში აღნიშნა, რომ „ძალიან წუხან“ ინგლისის მთავრობის მიერ ისრაელში იარაღის ექსპორტის ლიცენზიებზე დაწესებული შეზღუდვების გამო და რომ ეს გადაწყვეტილება დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც ისრაელი „7 სხვადასხვა ფრონტზე იბრძვის“.


საკვანძო სიტყვები: #ისრაელი , #ინგლისი

მსგავსი ინფორმაციები