ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება
ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება
ბანგლადეშში ძლიერი წვიმით მდინარეების ადიდების გამო მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა.
გაზეთ Dhaka Tribune-ის ცნობით, წყალდიდობის შესახებ განცხადება გაკეთდა ბანგლადეშის კატასტროფების მართვისა და დახმარების სამინისტროს მიერ.
მასში ნათქვამია, რომ ქვეყნის 11 რეგიონში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა.
იქვე ნათქვამია, რომ წყალდიდობის გამო 11 რეგიონში 5 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა.
სამინისტროს ცნობით, 29 აგვისტოს წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ რაიონებში 600-მდე სამედიცინო ჯგუფი მუშაობს და სტიქიის გამო რეგიონში 3403 დროებით თავშესაფარში 500 ათასზე მეტი ადამიანია მოთავსებული.
მსგავსი ინფორმაციები
ინგლისი რუსეთთან საბრძოლველად უკრაინას 650 მრავალფუნქციურ რაკეტას მიაწოდებს
ინგლისი რუსეთთან საბრძოლველად უკრაინას 650 მრავალფუნქციურ რაკეტას მიაწოდებს
ტრამპი ამბობს, რომ „ისრაელი განადგურდება“ თუ ჰარისი პრეზიდენტი გახდება
ტრამპი ამბობს, რომ „ისრაელი განადგურდება“ თუ ჰარისი პრეზიდენტი გახდება