ღაზას სექტორში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაიღუპა 16 ათას 589 ბავშვი

ღაზას სექტორში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაიღუპა 16 ათას 589 ბავშვი

2180188
ღაზას სექტორში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაიღუპა 16 ათას 589 ბავშვი

ისრაელის თავდასხმების შედეგად, ღაზას სექტორში დაიღუპა 16 ათას 589 ბავშვი, მათ შორის გასული წლის 7 ოქტომბრის შემდეგ დაბადებული 115 ბავშვი.

ღაზას მთავრობის მედიის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბავშვები უკვე 325 დღეა ისრაელის თავდასხმების სამიზნეები არიან.

განცხადების თანახმად, ისრაელის თავდასხმებს 16 ათას 589 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 17 ათასმა ბავშვმა დედა ან მამა ან ორივე დაკარგა.

ღაზაში, სადაც ისრაელი არ უშვებს ადამიანისთვის ძირითად საჭიროებებს, მათ შორის საკვებს და მედიკამენტებს, 3500 ბავშვს სიკვდილის საფრთხე ჯერ კიდევ ემუქრება არასწორი კვებისა და საკვების დეფიციტის გამო, ხოლო 60 ათასი ორსული ქალი რისკის ქვეშ იმყოფება არასაკმარისი ჯანდაცვის სერვისების გამო.

ისრაელის თავდასხმების შედეგად დაზარალებულთა 69 პროცენტი ქალები და ბავშვები არიან.

განცხადების თანახმად, გასული წლის 7 ოქტომბრიდან ღაზას სექტორზე ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული 40 ათას 435 პალესტინელის ცხედარი იპოვეს, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულ 10 ათას ადამიანთან ერთად, ეს რიცხვი 50 ათას 435-ს შეადგენს.



მსგავსი ინფორმაციები