გუტერეში ისრაელს და ჰეზბოლას სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს
გუტერეში ისრაელს და ჰეზბოლას სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ის „ღრმა შეშფოთებულია“ ისრაელსა და ჰეზბოლას შორის დაძაბულობის ესკალაციის გამო და მოუწოდა ორივე მხარეს „შეწყვიტონ საომარი მოქმედებები“.
გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა სტეფან დუჟარიკმა განაცხადა, რომ გუტერეში „ღრმა შეშფოთებულია“ ისრაელსა და ჰეზბოლას შორის დაძაბულობის ესკალაციის გამო და განაცხადა, რომ გენერალურმა მდივანმა ორივე მხარეს მოუწოდა „საომარი მოქმედებების შეწყვეტის“ დაუყოვნებლივ ამოქმედებაზე.
„ეს ქმედებები საფრთხეში აყენებს როგორც ლიბანელ, ისე ისრაელელ ხალხს და საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“, განაცხადა დუჟარიკმა.
ცნობისათვის, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მან დაიწყო „პრევენციული შეტევა“ ლიბანზე და ამტკიცებდა, რომ ჰეზბოლა ისრაელზე გეგმავდა თავდასხმას.
მსგავსი ინფორმაციები
ოდესაში პორტზე რუსული არმიის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
ოდესაში პორტზე რუსული არმიის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა