უკრაინამ კურსკის ოლქში 1250 კვადრატულ კილომეტრზე მეტი და 92 დასახლება აიღო

უკრაინამ კურსკის ოლქში 1250 კვადრატულ კილომეტრზე მეტი და 92 დასახლება აიღო

2177373
უკრაინამ კურსკის ოლქში 1250 კვადრატულ კილომეტრზე მეტი და 92 დასახლება აიღო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მათმა არმიამ რუსეთის კურსკის ოლქში 1250 კვადრატულ კილომეტრზე მეტი და 92 დასახლება აიღო.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნულის შესახებ ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ მათი ჯარები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციებს რუსეთის კურსკის ოლქის გარკვეულ ნაწილებში.

„ჩვენი ძალები უკვე აკონტროლებენ 1250 კვადრატულ კილომეტრზე მეტს და 92 დასახლებას. ჩვენ ვაგრძელებთ პოზიციების განმტკიცებას, ზოგიერთი ტერიტორიის სტაბილიზაციას და პატიმართა გაცვლის ფონდის შევსებას უკრაინაში. მთლიანობაში, ეს ოპერაცია გახდა უკრაინელების ყველაზე დიდი მიღწევა ტყვეობის გაცვლის პროცესში. თუ ჩვენი პარტნიორები გააუქმებენ რუსეთის ტერიტორიაზე იარაღის გამოყენების ამჟამინდელ შეზღუდვებს, ჩვენ არ დაგვჭირდება ფიზიკურად შესვლა კურსკის ოლქში, განსაკუთრებით საკუთარი თავის დასაცავად“, განაცხადა ზელენსკიმ.

მეორეს მხრივ, რუსული მხარე იტყობინება, რომ მათმა არმიამ დონეცკის ოლქის არტიომოვოს დასახლება აიღო.



მსგავსი ინფორმაციები