ამერიკამ საუდის არაბეთისადმი დაწესებული იარაღის ემბარგო გააუქმა
ამერიკამ საუდის არაბეთისადმი დაწესებული იარაღის ემბარგო გააუქმა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ საუდის არაბეთისთვის დაწესებული თავდასხმის იარაღის ემბარგო გააუქმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ვედანტ პატელი საკითხთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს და აღნიშნავს: „საუდის არაბეთი რჩება შეერთებული შტატების სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორად და ჩვენ მოუთმენლად ველით ამ პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას. იარაღის გაყიდვის დაწყებისთანავე საუდის არაბეთისთვის საჰაერო და სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ შეტევითი საბრძოლო მასალის მიყიდვა დაჩქარდება. ასევე შეიძლება განხორციელდეს ჩვეულებრივი იარაღის პოტენციური გადაცემა და ეს ნაბიჯები მნიშვნელოვნად გარდამტეხი იქნება ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის“.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ 2021 წელს დაიწყო რიადის ადმინისტრაციაზე მოიერიშე იარაღის ემბარგოს დაწესება, იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების წინააღმდეგ კამპანიის მოტივით, რამაც გამოიწვია მძიმე სამოქალაქო მსხვერპლი.