აშშ შუამავლობისთვის თურქეთს მიუთითებს
აშშ შუამავლობისთვის თურქეთს მიუთითებს
მიუხედავად იმისა, რომ ირან-ლიბან-ისრაელის ხაზზე დაძაბულობა დღითიდღე იზრდება, ამერიკის შეერთებული შტატები შუამავლობისთვის თურქეთს მიუთითებს.
ანკარაში აშშ-ის ელჩმა ჯეფ ფლეიკმა, სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე დღის წესრიგთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთა.
ირან-ლიბან-ისრაელის ხაზზე დაძაბულობის შესახებ, აშშ-ს ელჩმა თქვა: „ჩვენ გვინდა, რომ ყველა ჩვენს მოკავშირემ, ვისაც ურთიერთობა აქვს ირანთან, დაარწმუნოს დაძაბულობის შემცირებაში, მათ შორის თურქეთმა“.
მისივე თქმით, თურქეთის ოფიციალურმა პირებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ დაძაბულობის ესკალაცია არ მომხდარიყო.
ფლეიკმა თქვა, რომ თურქეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აშშ-სა და რუსეთს შორის ყველაზე დიდ პატიმართა გაცვლაში, რომელიც გაიმართა 1 აგვისტოს დედაქალაქ ანკარაში.
მსგავსი ინფორმაციები
ნიგერიაში ძლიერი ნალექის შედეგად ერთ-ერთი ციხის კომპლექსი დაზიანდა და 270-ზე მეტი პატიმარი გაიქცა
ნიგერიაში ძლიერი ნალექის შედეგად ერთ-ერთი ციხის კომპლექსი დაზიანდა და 270-ზე მეტი პატიმარი გაიქცა