თურქეთის მედიაციის დიპლომატია, სომალისა და ეთიოპიას შორის
სომალი და ეთიოპია დღეს დედაქალაქ ანკარაში შეხვდებიან ერთმანეთს
თურქეთის მედიაციის დიპლომატია: სომალი და ეთიოპია დღეს დედაქალაქ ანკარაში შეხვდებიან ერთმანეთს.
თურქეთი აფრიკაში თავისი პოლიტიკური, ეკონომიკური, დიპლომატიური და ჰუმანიტარული საქმიანობით ხელს უწყობს რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარებას.
აფრიკის ორი მეზობელი ქვეყნის, ეთიოპიის და სომალის ოფიციალური პირები დღეს ანკარაში მორიგ შეხვედრას გამართავენ, რათა გადაწყვიტონ არსებული პრობლემები.
ცნობისათვის, ეთიოპიასა და სომალისთან დაკავშირებულ სომალილენდის (არაღიარებული ქვეყანა) შეთანხმებამ გაზარდა დაძაბულობა, 20 კილომეტრიანი სანაპირო ზოლი ეთიოპიას მხრიდან 50 წლით გამოყენების გამო, რამაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაძაბა.
პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივით თურქეთი მედიაციის როლში შევიდა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა ეთიოპიელ და სომალელ კოლეგებს ანკარაში, 2024 წლის ივლისში შეხვდა.
ანკარაში გამართული შეხვედრების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი 3 აგვისტოს ეთიოპიას ეწვია.
ამის შემდეგ ფიდანმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა, სომალის მხარესთანაც, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ ორ ქვეყანას შორის მაღალი რანგის მორიგი შეხვედრა ანკარაში გამართულიყო.
დიპლომატიური წყაროები; ძალისხმევა გაკეთდება კომპრომისის მისაღწევად ორი ქვეყნის საჭიროებების, საზრუნავებისა და მიდგომების გათვალისწინებით.