ნიგერში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება
ნიგერში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება
2174409
ივნისიდან მოყოლებული, ნიგერში ძლიერი წვიმის შედეგად მომხდარ წყალდიდობასა და მეწყერში დაღუპულთა რიცხვი 94-მდე გაიზარდა.
სამოქალაქო თავდაცვის გენერალური დირექტორის განცხადებაში ნათქვამია, რომ ივნისში დაწყებული ძლიერი წვიმის შედეგად 135 ათას 156 ადამიანი დაზარალდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს 94 ადამიანი ემსხვერპლა და ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
წვიმების სეზონი ნიგერში ივნისში იწყება და სექტემბერში მთავრდება.
გასულ წელს ძლიერი წვიმის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა. ძლიერი წვიმების შედეგად 137 ათას 797 ადამიანი დაზარალდა.