CENTCOM-მა ახლო აღმოსავლეთში F-22 საბრძოლო თვითმფრინავები განათავსა
CENTCOM-მა ირანსა და ისრაელს შორის დაძაბულობის გამო ახლო აღმოსავლეთში F-22 საბრძოლო თვითმფრინავები განათავსა
ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ირანსა და ისრაელს შორის დაძაბულობის გამო ახლო აღმოსავლეთში F-22 საბრძოლო თვითმფრინავები განათავსა.
CENTCOM-ის სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რეგიონში აშშ-ის საჰაერო ძალების F-22 საბრძოლო თვითმფრინავები ჩავიდა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია: „F-22 Raptor თვითმფრინავები, ირანის ან მის მიერ მართულების რეგიონული დაძაბულობის ესკალაციის შესაძლებლობის შემცირების მიზნით“ რეგიონში არსებული ამერიკული ძალების პოზიციის ცვლილებების ფარგლებში CENTCOM-ის პასუხისმგებლობის ზონაში ჩავიდა.
არ გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი F-22 თვითმფრინავი გაიგზავნა რეგიონში ან რომელ ქვეყანაში ან ქვეყნებში იქნა განლაგებული.
შეგახსენებთ, რომ ჰამასის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე ირანის დედაქალაქ თეირანში 31 ივლისს მოკლეს. აღნიშნულის შემდეგაც ირანმა და ჰამასმა განაცხადეს, რომ თავდასხმის უკან ისრაელი დგას და თეირანი ამბობს, რომ უპასუხებს თელ-ავივის ხელისუფლებას.
მეორე მხრივ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ (CENTCOM) სარდალი გენერალი მაიკლ ერიკ კურილა კვლავ ეწვია ისრაელს მაშინ, როდესაც ირანთან დაძაბულობა გრძელდება. კურილა, რომელიც ბოლოს ისრაელს 5 აგვისტოს ეწვია, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს და გენერალური შტაბის უფროსს ჰერცი ჰალევის შეხვდა.
მსგავსი ინფორმაციები
სუდანში ქოლერას ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 348-მდე გაიზარდა
სუდანში ქოლერას ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 348-მდე გაიზარდა