მასუდ ფეზეშქიანი ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა

მასუდ ფეზეშქიანი ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა

2172993
მასუდ ფეზეშქიანი ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა

ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ ისრაელის მხარდაჭერა.

ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, მასუდ ფეზეშქიანი ტელეფონით ესაუბრა ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს.

ფეზეშქიანმა სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა: “თუ დასავლეთის ქვეყნებს სურთ რეგიონში უსაფრთხოების პრობლემების თავიდან აცილება, მათ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ ისრაელის მხარდაჭერა“.

ფეზეშქიანის თქმით, აშშ-მა და დასავლეთის ქვეყნებმა ისრაელს მხარი დაუჭირეს იმის ნაცვლად, რომ დაეგმოთ მის მიერ ჩადენილი გენოციდის დანაშაული. „სიონისტური რეჟიმი ღაზის დაჩაგრული და დაუცველი ხალხის წინააღმდეგ მკვლელობისა და ტერორისტული აქტების გარდა, ირანის ოფიციალური სტუმრის (ჰამასის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ) ჰანიეს მკვლელობით (დედაქალაქ თეირანში გასულ კვირას) ის ცდილობს რეგიონში ცეცხლის გაჩაღებას“. - აღნიშნა ფეზეშქიანმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა კი გამოთქვა შეშფოთება რეგიონში მზარდი დაძაბულობის გამო.

ელისეის სასახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ მაკრონმა საუბრის დროს გამოხატა „სერიოზული შეშფოთება“ რეგიონში დაძაბულობის მატებასთან დაკავშირებით და დაამატა: „(მაკრონმა) მოუწოდა პრეზიდენტ ფეზეშქიანს, რომ ყველაფერი გააკეთოს ახალი სამხედრო დაძაბულობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, რომელიც არავის, მათ შორის ირანის ინტერესებში არ იქნება და რეგიონულ სტაბილურობას მუდმივ ზიანს მიაყენებს“.

განცხადების მიხედვით, მაკრონმა ირანის ლიდერს განუცხადა, რომ „საჭიროა საპასუხო მოქმედების ლოგიკისგან დაშორება და დაცული უნდა იყოს მშვიდობიანი მოსახლეობა“. იქვე ნათქვამია: „კონფლიქტის გაჩენის თავიდან ასაცილებლად, ირანმა ასევე უნდა აიღოს ვალდებულება მოუწოდოს მაქსიმალური თავშეკავებისკენ დესტაბილიზაციის აქტორებს, რომლებსაც ის მხარს უჭერს“.



მსგავსი ინფორმაციები