ლოიდ ოსტინი: ”უდავოა, რომ აშშ არ მოითმენს თავდასხმებს ჩვენს ჯარისკაცებზე"

ლოიდ ოსტინი: ”უდავოა, რომ აშშ არ მოითმენს თავდასხმებს ჩვენს ჯარისკაცებზე"

2172499
ლოიდ ოსტინი: ”უდავოა, რომ აშშ არ მოითმენს თავდასხმებს ჩვენს ჯარისკაცებზე"

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ერაყში ამერიკულ ბაზაზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა: „უდავოა, რომ აშშ არ მოითმენს თავდასხმებს ჩვენი ჯარისკაცების წინააღმდეგ, რომლებიც რეგიონში მსახურობენ“.

ლოიდ ოსტინმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ანაპოლისში ავსტრალიელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ოსტინმა თქვა, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს და სენსიტიურები არიან როგორც ისრაელის, ისე ამერიკელი ჯარისკაცების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართ.

მისივე თქმით, ზოგიერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა ერაყში აინ ალ-ასადის ბაზაზე თავდასხმის დროს და დაამატა: ”უდავოა, რომ აშშ არ მოითმენს თავდასხმებს ჩვენს ჯარისკაცებზე, რომლებიც რეგიონში მსახურობენ”.

მინისტრმა ოსტინმა განაცხადა, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური შეიარაღებული ჯგუფები დგას აინ ალ-ასადის ბაზაზე თავდასხმის უკან, მაგრამ ის არ დაასახელებს კონკრეტულ ჯგუფს ამ ეტაპზე, რადგან გამოძიება გრძელდება.

ოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ განაახლეს სამხედრო არსებობა ახლო აღმოსავლეთში უახლესი სიტუაციის მიხედვით და გაგზავნეს დამატებითი ძალები ისრაელისა და ამერიკელი ჯარისკაცების უსაფრთხოებისთვის რეგიონში და დაამატა, რომ მათ გააძლიერეს ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები.

ამერიკელი მინისტრის თქმით, მათ მიაჩნიათ, რომ რეგიონში დაძაბულობის შემცირება ყველა ქვეყნის საკეთილდღეოდ იქნება და ამისთვის მუშაობას ახორციელებენ.

ოსტინის თქმით, მათ მიაჩნიათ, რომ თუ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიიღწევა და პატიმრებს გაათავისუფლებენ, რეგიონში დაძაბულობა შემცირდება.



მსგავსი ინფორმაციები