ხვალ, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია საგანგებოდ იკრიბება
ხვალ, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია საგანგებოდ იკრიბება
ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია (OIC) ხვალ, 7 აგვისტოს საგანგებო შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რათა განიხილონ ისრაელის თავდასხმები და დარღვევები პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ.
ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ გაიმართება რიგგარეშე შეხვედრა, სადაც განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა ჰამასის პოლიტბიუროს ხელმძღვანელის ისმაილ ჰანიეს მკვლელობა და ირანის სუვერენიტეტის დარღვევა, ასევე ისრაელის მიერ პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები, განსაკუთრებით ღაზას სექტორში.
შეხვედრა, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის მიერ ღაზას სექტორზე გასული წლის 7 ოქტომბრის შემდეგ განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაიღუპა 39 623 პალესტინელი, უმეტესობა ბავშვი და ქალი, ხოლო 91 469 ადამიანი დაშავდა.
მსგავსი ინფორმაციები
ისრაელის მიერ ლიბანში პორტატული პეიჯერების აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა
ისრაელის მიერ ლიბანში პორტატული პეიჯერების აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა