კამალა რაჰისის კანდიდატურას მხარი დელეგატების 99%-მა დაუჭირა

კამალა რაჰისის კანდიდატურას მხარი დელეგატების 99%-მა დაუჭირა

2172125
კამალა რაჰისის კანდიდატურას მხარი დელეგატების 99%-მა დაუჭირა

დადასტურდა, რომ 5 ნოემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი.

დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ ჯეიმ ჰარისონმა დელეგატებთან, რომლებიც კონგრესს დაესწრებიან, ჩატარებული ონლაინ კენჭისყრის საბოლოო შედეგები გამოაცხადა.

მის მიხედვით, ხუთდღიანი კენჭისყრის შედეგად ჰარისი გახდა დემოკრატიული პარტიის ოფიციალური კანდიდატი დაახლოებით 4600 ხმით, რაც დელეგატების 99 პროცენტს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ჰარისის კანდიდატურა საბოლოოა, ჩიკაგოში გასამართ პარტიის ყრილობაზე სახელობითი კენჭისყრა ჩატარდება.

დემოკრატიული პარტია პრეზიდენტობის და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს ოფიციალურად გამოაცხადებს პარტიის ყრილობაზე, რომელიც ჩიკაგოში 19-22 აგვისტოს გაიმართება.


საკვანძო სიტყვები: #კამალა ჰარისი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები