ამერიკა ირანს აფრთხილებს

ამერიკა ირანს აფრთხილებს

2171939
ამერიკა ირანს აფრთხილებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს აცნობა, რომ თეირანის ადმინისტრაციის ინტერესებში არ იქნება, მათსა და ისრაელს შორის დაძაბულობის ესკალაცია.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს ჰამასის პოლიტბიუროს ხელმძღვანელის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის შესახებ.

მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ მათ გაუგზავნეს გზავნილები, ირანის მთავრობის შესაბამის პირებს, ვისთანაც დიპლომატიური ურთიერთობა აქვთ და აცნობეს, რომ დაძაბულობის გაზრდა მათ ინტერესებში არ შედის და რომ აშშ დაიცავს ისრაელს.

მილერმა თქვა, რომ უფრო ფართო მასშტაბიანი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი „გარდაუვალია“, მაგრამ შეერთებული შტატები აგრძელებს მუშაობას ამის თავიდან ასაცილებლად და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაძაბულობის ესკალაცია რეგიონში არავის ინტერესებს არ ემსახურება.

მან ბოლოს ისიც დასძინა, რომ მზად არიან ყველა შესაძლებლობისთვის.


საკვანძო სიტყვები: #ამერიკა ირანს აფრთხილებს

მსგავსი ინფორმაციები