ვენესუელელი ემიგრანტები აცხადებდნენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები "გაყალბებული იყო"
ვენესუელელი ემიგრანტები აცხადებდნენ, რომ მათ ქვეყანაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები "გაყალბებული იყო".
ბოლო წლებში ვენესუელადან არგენტინაში, კოლუმბიასა და ჩილეში გადასახლებულმა ასობით ადამიანმა გააპროტესტა პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მესამე ვადით არჩევა.
ვენესუელელი ემიგრანტები, რომლებიც არგენტინის, კოლუმბიისა და ჩილეს დედაქალაქების მოედნებზე შეიკრიბნენ, აცხადებდნენ, რომ მათ ქვეყანაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები "გაყალბებული იყო".
ასობით ადამიანმა ვენესუელის დროშებით გააპროტესტა ვენესუელის ეროვნული საარჩევნო საბჭოს (CNE) მიერ გამოცხადებული შედეგები და განაცხადეს, რომ ის საეჭვოა.
მომიტინგეებმა, რომლებიც სკანდირებდნენ მადუროს საწინააღმდეგო ლოზუნგებს, სთხოვეს საერთაშორისო საზოგადოებას ზეწოლა მოახდინოს ვენესუელის მთავრობაზე.
აქტივისტები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ არჩევნები ოპოზიციამ მოიგო, ინციდენტის გარეშე დაიშალნენ.
ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივლისს გაიმართა.
ვენესუელის საარჩევნო საბჭოს მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურომ მესამედ გაიმარჯვა ხმების 51,20 პროცენტით.
29 ივლისს არჩევნების დასრულების შემდეგ ოპოზიციამ გააკეთა განცხადება, რომ ეროვნული საარჩევნო საბჭოს მონაცემები არ იყო სწორი და შედეგები გაყალბებული იყო.
მსგავსი ინფორმაციები
სუდანში ქოლერას ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 348-მდე გაიზარდა
სუდანში ქოლერას ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 348-მდე გაიზარდა