ნიგერიაში ქოლერას ეპიდემიით დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ნიგერიაში ქოლერას ეპიდემიით დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ნიგერიაში ქოლერას ეპიდემიით დაღუპულთა რიცხვი 156-მდე გაიზარდა.
ნიგერიის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 15-21 ივლისის პერიოდში ქვეყანაში ქოლერის 170 შემთხვევა დაფიქსირდა და ეპიდემიის შედეგად დაიღუპა კიდევ 3 ადამიანი.
ამგვარად, განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში ქოლერას 4 ათას 809 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ეპიდემიის გამო დაღუპულთა რიცხვი 156-მდე გაიზარდა.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ქოლერასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ყველა სამედიცინო ჯანდაცვის ცენტრში შემთხვევების მართვის, ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის შესაბამისი სამედიცინო პრეპარატები იქნა გაგზავნილი.
ნიგერიაში, სუფთა წყლის ნაკლებობის გარდა, ეფექტური სამედიცინო ჩარევის ნაკლებობა ზრდის დაავადებისა და სიკვდილის რისკს. ქვეყანაში ასევე ხშირად გვხვდება ისეთი ეპიდემიური დაავადებები, როგორიცაა მალარია, პოლიომიელიტი, ტიფოიდი და მპოქსი (მაიმუნის ყვავილის ვირუსი).
მსგავსი ინფორმაციები
ლოიდ ოსტინის 22 სექტემბერს ისრაელში დაგეგმილი ვიზიტი გადაიდო
ლოიდ ოსტინის 22 სექტემბერს ისრაელში დაგეგმილი ვიზიტი გადაიდო