ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორგანიზაციის ნატოს სამიტი დაიწყო

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორგანიზაციის ნატოს სამიტი დაიწყო

2161385
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორგანიზაციის ნატოს სამიტი დაიწყო

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორგანიზაციის ნატოს სამიტი დაიწყო.

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში სამიტის დღის წესრიგის მთავარი თემა უკრაინა-რუსეთის ომია.

ნატოს სამიტი, რომელზეც ნატოს წევრი 32 ქვეყნის ლიდერი შეიკრიბა, ალიანსის 75 წლის იუბილეს აღნიშვნის ცერემონიით დაიწყო.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ცერემონიაზე "პრეზიდენტის თავისუფლების მედლით" დააჯილდოვა.

სტოლტენბერგი თავის გამოსვლაში უკრაინის ომს შეეხო.

ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს და რომ ამ ომის შედეგი ათწლეულების განმავლობაში იმოქმედებს გლობალურ უსაფრთხოებაზე.

მასპინძელმა აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრები უკრაინას „ისტორიულად“ მნიშვნელოვან საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდიან.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ ისინი გერმანიასთან, იტალიასთან, ჰოლანდიასთან და რუმინეთთან ერთად უკრაინას პატრიოტის ბატარეებსა და ნაწილებს მიაწვდიან.

სამიტზე მიწვეული იყო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

ზელენსკმა სამიტზე დასწრებამდე ვაშინგტონში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა რომ „მსოფლიო ვერ დაელოდება ნოემბერში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს, რათა შეაჩეროს რუსეთი“.

უკრაინის ლიდერმა აშშ-ს ხელისუფლებას მოუწოდა: "დროა მიიღოთ მტკიცე გადაწყვეტილებები ზომების მისაღებად".


საკვანძო სიტყვები: #სამიტი , #NATO , #ნატო

მსგავსი ინფორმაციები