ვლადიმერ პუტინი მასუდ ფეზეშქიანს ტელეფონით ესაუბრა

ვლადიმერ პუტინი მასუდ ფეზეშქიანს ტელეფონით ესაუბრა

2160833
ვლადიმერ პუტინი მასუდ ფეზეშქიანს ტელეფონით ესაუბრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ირანის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.

კრემლიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმერ პუტინი მასუდ ფეზეშქიანს ტელეფონით ესაუბრა.

სატელეფონო საუბრის დროს პუტინმა, ფეზეშქიანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

სატელეფონო საუბრის დროს, ასევე საუბარი შეეხო რუსეთსა და ირანს შორის ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაუმჯობესებას.

სატელეფონო საუბრის დროს, ლიდერები სამომავლო კონტაქტების გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ.



მსგავსი ინფორმაციები