საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ქუჩებში არეულობაა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ქუჩებში არეულობაა.

2160595
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ქუჩებში არეულობაა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ქუჩებში არეულობაა.

პოლიციამ წიწაკის გაზი გამოიყენა ანტი-ულტრამემარჯვენე დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ზეიმობდნენ ვადამდელ არჩევნებში მემარცხენეების ალიანსის გამარჯვებას.

ქვეყნის ვადამდელი საყოველთაო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ახალი სახალხო ფრონტი გახდა ალიანსი, რომელმაც ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა პარლამენტში.

პარიზში რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ მემარცხენე ალიანსის გამარჯვება იზეიმეს.

თავდაპირველად აქციას საზეიმო ატმოსფერო ჰქონდა, მაგრამ მომდევნო საათებში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაძაბულობა გაიზარდა.

მომიტინგეების ნაწილმა ცეცხლი წაუკიდეს ველოსიპედების მსგავს ნივთებს და პოლიციას სხვადასხვა საგნები ესროლეს.

მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ წიწაკის გაზი გამოიყენა.


საკვანძო სიტყვები: #პარიზი , #საფრანგეთი

მსგავსი ინფორმაციები