კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 25 ჯარისკაცი სიკვდილით დასაჯეს

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 25 ჯარისკაცი სიკვდილით დასაჯეს

2159738
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 25 ჯარისკაცი სიკვდილით დასაჯეს

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 25 ჯარისკაცი, რომლებმაც უარი თქვეს მეამბოხეებთან ბრძოლაზე, სიკვდილით დასაჯეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სასამართლოში გამართულ მოსმენაზე განაჩენი გამოცხადდა 25 ჯარისკაცთან დაკავშირებით, რომლებსაც არ სურდათ მეამბოხეებთან ბრძოლა.

განაჩენის თანახმად, 25 ჯარისკაცი, რომლებმაც უარი თქვეს ქვეყნის აღმოსავლეთში მეამბხეებთან ბრძოლაზე, სიკვდილით დასაჯეს.

მეორეს მხრივ, გასულ თვეში ბურუნდიმ 270-ზე მეტ ჯარისკაცს პატიმრობა მიუსაჯა მეზობელ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აჯანყებულებთან ბრძოლაზე უარის თქმის გამო.

ცნობისათვის, რეგიონში მრავალი შეიარაღებული დაჯგუფება მოქმედებს, განსაკუთრებით 23 მარტის მოძრაობა (M23).



მსგავსი ინფორმაციები