პესკოვი: „რუსეთი ღიაა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ყველა სახის დიალოგისთვის“

პესკოვი: „რუსეთი ღიაა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ყველა სახის დიალოგისთვის“

2157931
პესკოვი: „რუსეთი ღიაა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ყველა სახის დიალოგისთვის“

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ღიაა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ყველა სახის დიალოგისთვის.

დიმიტრი პესკოვმა, მოსკოვში აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან შეფასებები გააკეთა.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი მზად უკრაინასთან შუამავლების მეშვეობით მოლაპარაკებისთვის? პესკოვმა უპასუხა: „რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ღიაა ყველა სახის კომუნიკაციისა და დიალოგისთვის დასახული მიზნების მისაღწევად. პუტინმა ეს, არაერთხელ განაცხადა“.

ბელარუსიის საზღვარზე უკრაინელი ჯარისკაცების კონცენტრაციის შესახებ შეკითხვას პესკოვმა თქვა: „რა თქმა უნდა, ეს მდგომარეობა შეშფოთების მიზეზია არა მხოლოდ მინსკისთვის, არამედ მოსკოვისთვისაც“.



მსგავსი ინფორმაციები