ინდოეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

2153814
ინდოეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატში სარკინიგზო ავარიის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო მატარებელი გაჩერებულ სამგზავრო მატარებელს შეეჯახა. უცნობია, რა გახდა შეჯახების მიზეზი.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები