იენს სტოლტენბერგი ჯო ბაიდენს შეხვდა

იენს სტოლტენბერგი ჯო ბაიდენს შეხვდა

2153817
იენს სტოლტენბერგი ჯო ბაიდენს შეხვდა

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი წამყვან როლს შეასრულებს უკრაინის უსაფრთხოების დახმარებისა და წვრთნების უზრუნველსაყოფად, რათა შეამციროს ტვირთი შეერთებულ შტატებზე.

იენს სტოლტენბერგმა თეთრ სახლში პრეზიდენტ, ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ისინი დათანხმდებიან ნატოს წამყვანი როლის შესრულებაზე უკრაინის უსაფრთხოების დახმარებასა და წვრთნაში. სტოლტენბერგმა თქვა: „ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს უზრუნველყოფს მეტ პროგნოზირებადობას და მეტ ანგარიშვალდებულებას, როდესაც საქმე ეხება ჩვენს მხარდაჭერას უკრაინაზე. ეს ასევე შეამცირებს ტვირთს შეერთებულ შტატებზე. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ მივესალმებით, კონგრესის მხრიდან უკრაინისადმი 60 მილიარდი დოლარის დახმარების გაწევის გადაწყვეტილებას“.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთი ითხოვს მეტი ტერიტორიის, როგორც უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების წინაპირობას და თქვა: „ეს არ არის სამშვიდობო შეთავაზება, არამედ წინადადება რუსეთმა მიაღწიოს თავის მიზნებს ომში უკრაინის დარწმუნებით, დათმოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომ, უკრაინაში გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად საუკეთესო გზა, მისი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაა“.



მსგავსი ინფორმაციები