კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში ნავი ჩაიძირა

დაიღუპა ათეულობით ადამიანი

2152347
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში ნავი ჩაიძირა

გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის  მაი-ნდომბეს პროვინციაში ჩაძირული ნავის 271 მგზავრიდან სულ მცირე 80 დაიღუპა.

პრეზიდენტმა ფელიქს ჩისეკედიმ განაცხადა, რომ ნავი, რომელიც ძრავის გაუმართაობის გამო მდინარე კვას ნაპირს შეეჯახა, ბოლო მონაცემებით სულ მცირე 80 ადამიანი დაიღუპა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაახლოებით 100 ადამიანი გადაარჩინეს და დანარჩენების სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი უბედური შემთხვევები კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ძლიერი სეზონური წვიმების დროს ხშირია.



მსგავსი ინფორმაციები