ვლადიმერ პუტინმა ჰაქან ფიდანი მიიღო

ვლადიმერ პუტინმა ჰაქან ფიდანი მიიღო

2151767
ვლადიმერ პუტინმა ჰაქან ფიდანი მიიღო

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი: „რუსეთთან ურთიერთობა წარმატებით მიდის“.

BRICS+-ის შეხვედრაზე დასასწრებად და ორმხრივი კონტაქტების მიზნით რუსეთში მყოფი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი, კრემლის სასახლეში პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო.

მიღებაზე ფიდანმა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოკითხვა გადასცა პუტინს და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მართლაც კარგად მიდის რა, ვაჭრობის კუთხით არის გადასადგმელი ნაბიჯები.

ფიდანმა თქვა: „ჩვენ გადაწყვეტილი ვართ გავაგრძელოთ ყველა შესაძლო შუამავლობა უკრაინის საკითხზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გავაგრძელოთ ორი ლიდერის (ერდოღანისა და პუტინის) მიერ წამოყენებული სტაბილურობის პოლიტიკა სირიასთან დაკავშირებით“.

ვლადიმერ პუტინმა კი განაცხადა: „ჩვენ მივესალმებით თურქეთთან ურთიერთობების განვითარებას. ყველა განვითარება ჩემი მეგობრის, პრეზიდენტ ერდოღანის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. ჩვენ მივესალმებით, თურქეთის ინტერესს BRICS-ის მუშაობის მიმართ. ჩვენ აუცილებლად დავუჭერთ მხარს ყველანაირად გაერთიანების ამ ქვეყნებთან ერთად ყოფნის სურვილს“.



მსგავსი ინფორმაციები