საფრანგეთში ვადამდელი არჩევნების გაუქმება მოითხოვეს

საფრანგეთში ვადამდელი არჩევნების გაუქმება მოითხოვეს

2152015
საფრანგეთში ვადამდელი არჩევნების გაუქმება მოითხოვეს

საფრანგეთში ადვოკატებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს, რათა გააუქმოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების განკარგულება, რომელსაც ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

ფრანგული გაზეთ Le Figaro-ს ცნობით, ბევრმა ადვოკატმა და საარჩევნო სამართლის ექსპერტმა მაკრონის მიერ ხელმოწერილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების განკარგულება, რომელიც 10 ივნისს ოფიციალურ მაცნეში გამოქვეყნდა, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ყოფილმა საჯარო მოხელემ, რომლის ვინაობა არ სახელდება და რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, განაცხადა, რომ ასეთ მოკლე დროში შეუძლებელი იქნება არჩევნებთან დაკავშირებით გარკვეული სამართლებრივი რეგულაციების შესრულება და ეს აჩენს კითხვებს კენჭისყრის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენე ეროვნულმა კავშირმა (RN) ხმების 31,37 პროცენტით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მეორეზე ადგილზე გავიდა მაკრონის პარტია Rönesans-ი 14,60 პროცენტით.

ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ მან გადაწყვიტა პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.



მსგავსი ინფორმაციები