ჯო ბაიდენი G7-ის ლიდერთა სამიტს დაესწრება

ჯო ბაიდენი G7-ის ლიდერთა სამიტს დაესწრება

2151365
ჯო ბაიდენი G7-ის ლიდერთა სამიტს დაესწრება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, დიდი შვიდეულის (G7) ლიდერთა სამიტს, რომელიც იტალიაში 13-15 ივნისს გაიმართება, დაესწრება.

თეთრი სახლის წერილობითი განცხადების თანახმად, ბაიდენი 13-15 ივნისს იტალიის აპულიის რეგიონში გასამართ G7-ის სამიტს დაესწრება.

სამიტზე, სადაც, სავარაუდოდ, მთავარი თემა იქნება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა და უკრაინის ომის მიმდინარეობა, G7-ის ლიდერები გამოთქვამენ მოსაზრებებს უკრაინის მხარდაჭერაზე და შეაფასებენ ომის მიმდინარეობას.

თეთრი სახლის მირ გავრცელებული განცხადების თანახმად, სამიტის ფარგლებში ბაიდენი ასევე შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და კიდევ ერთხელ გამოთქვამს შეერთებული შტატები სრულ მხარდაჭერას, რუსეთის წინააღმდეგ.



მსგავსი ინფორმაციები