ოლაფ შოლცმა სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან
ოლაფ შოლცმა სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.
გერმანიის მთავრობის სპიკერის შტეფენ ჰებეშტრაიტის წერილობითი განცხადების თანახმად, შოლცმა ითხოვა მცდელობების გაგრძელება ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარებისა და ჯანდაცვის სერვისების მდგრადი ფორმით გასაუმჯობესებლად.
შოლცმა ასევე განაცხადა, რომ მიესალმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის 3-ეტაპიან წინადადებას.
მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში არსებულ ვითარებაზე და გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა შეშფოთებას რეგიონული კონფლიქტის გამო.
ჯო ბაიდენმა 31 მაისს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გააკეთა ახალი წინადადება ღაზაში ისრაელის ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს პირველ ეტაპზე 6 კვირიანი ცეცხლის შეწყვეტის მანძილზე ისრაელის ღაზის დასახლებებიდან გასვლას და მხარეების მიერ ტყვეების ერთი ნაწილის გათავისუფლებას.