სერგეი ლავროვი თურქეთს ეწვევა

სერგეი ლავროვი თურქეთს ეწვევა

2108713
სერგეი ლავროვი თურქეთს ეწვევა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ანტალიის მე-3 დიპლომატიურ ფორუმს, რომელიც 1-3 მარტს გაიმართება დაესწრება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ მინისტრ ლავროვის პროგრამის შესახებ ინფორმაცია დედაქალაქ მოსკოვში გამართულ ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე გააცნო.

„ლავროვი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოწვევით ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე დასასწრებად 1-2 მარტს  თურქეთს ეწვევა. ასევე იგეგმება ლავროვის შეხვედრა თურქ კოლეგასთან (ჰაქან ფიდანთან). ორი მინისტრის შეხვედრისას რეგიონული და საერთაშორისო საკითხები, მათ შორის, თურქეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა ენერგეტიკის, უსაფრთხოების, საბანკო და ტურიზმის სფეროებში, სიტუაცია უკრაინაში, სამხრეთ კავკასიასა და პალესტინაში, ასევე სირიასა და ლიბიაში მიმდინარე მოვლენები იქნება განხილული“, განაცხადა ზახაროვმა.



მსგავსი ინფორმაციები