უნგრეთის პარლამენტმა დაამტკიცა შვედეთის გაწევრიანება ნატოში
პარლამენტში გუშინ გამართულ სესიაზე შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განცხადება დამტკიცდა

უნგრეთის ეროვნულმა ასამბლეამ დაამტკიცა შვედეთის გაწევრიანება ნატოში.
პარლამენტში გუშინ გამართულ სესიაზე შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განცხადება დამტკიცდა.
პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საბოლოო კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა 188-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცმა ექვსმა, ოთხმა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.
უნგრეთის ამ გადაწყვეტილებით შვედეთის ხელისუფლებამ ნატოს წევრი ყველა ქვეყნის თანხმობა მიიღო.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ის „კმაყოფილებით“ შეხვდა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის მიერ შვედეთის ნატოში გაწევრიანების დამტკიცებას.
სტოლტენბერგმა X-ით გავრცელებულ პოსტში განაცხადა: „შვედეთის წევრობა ყველას გაგვაძლიერებს და უფრო უსაფრთხოდ გაგვხდის“.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რომ ის „კმაყოფილებით“ შეხვდა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის მიერ შვედეთის ნატოში გაწევრიანების დამტკიცებას და შვედეთი ნატოს 32-ე მოკავშირე იქნება.