სტოლტენბერგი ბრიუსელში საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს შეხვდა
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს გახდეს ნატოსა და ევროკავშირის ნაწილი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს გახდეს ნატოსა და ევროკავშირის ნაწილი.
იენს სტოლტენბერგი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს შეხვდა.
სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ნატოს პარტნიორის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ანექსიის გადაწყვეტილება მიუღებელია.
მისი თქმით, ისინი განიხილავენ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველოსა და ნატოს შორის პარტნიორობა და ასევე განაცხადა: „ჩვენ გვინდა ვიხილოთ საქართველოს ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ, მეტი დემოკრატიისა და კეთილდღეობისკენ წინსვლა“.
კობახიძემ თქვა, რომ მისი პირველი საგარეო ვიზიტი ბრიუსელში, ევროკავშირსა და ნატოში იყო, რაც ასახავს ნებას, რომ მისი ქვეყანა ამ „ოჯახის“ ნაწილი გახდეს.
მისივე თქმით, საქართველოს წლების განმავლობაში მონაწილეობდა ნატოს მისიებში და ოპერაციებში და ამან ხელი შეუწყო თავდაცვის შესაძლებლობების ნატოსთან ჰარმონიზაციას.
საქართველოს პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და მოუწოდა ნატოს და მოკავშირეებს მეტად დაუჭირონ მხარი მის ქვეყანას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს და ევროკომისიის წევრს, რომელიც პასუხისმგებელია სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე ოლივერ ვარჰელის.
საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი დეკემბერში მიიღო.