გუტერეში: „მსოფლიოში 700 ათასი მშიერი ადამიანის ხუთიდან ოთხი ცხოვრობს ღაზაში“

გუტერეში: „მსოფლიოში 700 ათასი მშიერი ადამიანის ხუთიდან ოთხი ცხოვრობს ღაზაში“

2101930
გუტერეში: „მსოფლიოში 700 ათასი მშიერი ადამიანის ხუთიდან ოთხი ცხოვრობს ღაზაში“

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა თქვა: „მსოფლიოში 700 ათასი მშიერი ადამიანის ხუთიდან ოთხი ცხოვრობს ამ პატარა მიწის ნაკვეთზე (ღაზაში).

ანტონიო გუტერეშმა, გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ მაღალი დონის სესიაზე თემაზე: „კლიმატის ცვლილების გავლენა სასურსათო დაუცველობაზე“, ისაუბრა.

გუტერეშმა აღნიშნა, რომ სამყარო სავსეა კონფლიქტისა და შიმშილის დესტრუქციული ურთიერთობის მაგალითებით.

„ღაზაში არავის აქვს საკმარისი საკვები. მსოფლიოს 700 ათასი მშიერი ადამიანის ხუთიდან ოთხი ცხოვრობს ამ პატარა მიწის ნაკვეთზე. პანამის არხში გვალვამ და წითელ ზღვაში მომხდარმა კონფლიქტებმა ასევე დიდი ზიანი მიაყენა მიწოდების ქსელებს და გაიზარდა სურსათის ინფლაცია. აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით, თუ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, კონფლიქტები გაიზრდება, კლიმატის კრიზისი გაიზრდება და მწვავე სასურსათო დაუცველობა ყოველწლიურად გაიზრდება. რაც შეეხება ისრაელის თავდასხმას ქალაქ რაფაზე, ამას საშინელი შედეგები მოჰყვება,“ განაცხადა გუტერეშმა.

შეგახსენებთ, რომ ჰამასის სამხედრო ფრთამ, „ალ-ყასამის ბრიგადამ“ გასული წლის 7 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო ყოვლისმომცველი შეტევა ისრაელზე, სახელწოდებით „ალ-აქსას წარღვნა“. მაშინ, როცა ღაზადან ისრაელის მიმართულებით ათასობით რაკეტა გაისროლეს და შეიარაღებული ჯგუფები შევიდნენ რეგიონის დასახლებებში.

ისრაელის არმიამ ასევე განაცხადა, რომ სამხედრო თვითმფრინავებით დაიწყო ღაზას სექტორის წინააღმდეგ „რკინის ხმლების“ ოპერაცია.

მზარდი დაძაბულობის შედეგად დაიღუპა 29 ათასზე მეტი პალესტინელი, რომელთაგან უმეტესობა ბავშვია.



მსგავსი ინფორმაციები