ბაიდენმა ექსტრემისტ ებრაელებს სანქციები დაუწესა

ბაიდენმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო ბრძანებულებას, რომელიც სანქციების დაწესებას ითვალისწინებს ექსტრემისტი ებრაელი მოსახლეებისთვის

2096554
ბაიდენმა ექსტრემისტ ებრაელებს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო ბრძანებულებას, რომელიც სანქციების დაწესებას ითვალისწინებს ექსტრემისტი ებრაელი მოსახლეებისთვის, რომლებიც იძალადებენ პალესტინელების წინააღმდეგ ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.

თეთრი სახლის წერილობითი განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო განკარგულებას, რომელიც მომზადებულია მათ წინააღმდეგ, ვინც არღვევს უსაფრთხოებას იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე

განკარგულებით, ექსტრემისტი ებრაელი მოსახლეები, რომლებიც ბოლო დროს ძალადობენ ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების წინააღმდეგ, აშშ-ის ხელისუფლების სანქციებს დაექვემდებარებიან.

სანქციების სიაში შეყვანილი პირები ვერ შეძლებენ ოპერაციების განხორციელებას ამერიკის ფინანსურ სისტემაში, ვერ მიიღებენ ვიზას ამ ქვეყანაში, მათი აქტივები აშშ-ში, ასეთის არსებობის შემთხვევაში, გაიყინება და ამერიკის მოქალაქეებს აეკრძალებათ ამ ადამიანებთან ბიზნესის წარმოება.

შესაბამის განცხადებაში ბაიდენმა აღნიშნა, რომ მათ ეს ნაბიჯი გადადგეს იმისთვის, რომ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე უსაფრთხოება და სტაბილურობა არ დაირღვეს და რომ რეგიონში პალესტინელების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები მიუღებელია.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ამ საკითხზე შეხვედრა გამართა, განაცხადა, რომ განკარგულების ფარგლებში სანქციების სიაში უკვე შეყვანილია 4 ადამიანი, რომელთა გვარები არ ახსენა.

7 ოქტომბრის შემდეგ ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში ისრაელის ძალების და არალეგალი ებრაელი მოსახლეების თავდასხმების შედეგად სულ მცირე 381 პალესტინელი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები