ლავროვი: „აშშ, სამხრეთ კორეას და იაპონიას ჩრდილოეთ კორეასთან ომისთვის ამზადებს“
ლავროვი: „აშშ, სამხრეთ კორეას და იაპონიას ჩრდილოეთ კორეასთან ომისთვის ამზადებს“
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაეროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სამხრეთ კორეას და იაპონიას ჩრდილოეთ კორეასთან ომისთვის ამზადებს.
პრესკონფერენციის დროს ლავროვმა განაცხადა: „მოულოდნელად ფხენიანის მიმართ სამხრეთ კორეის რიტორიკა კიდევ უფრო მტრული გახდა. მათი ფორმულირება საკმაოდ ბუნდოვანია, მათ თქვეს რაღაც ბირთვული თანამშრომლობის მსგავსი, მაგრამ ჩრდილოეთ კორეასთან ომისთვის ემზადებიან. რაც შეეხება, რუსეთის ურთიერთობებს ჩრდილოეთ კორეასთან, კარგად პროგრესირებს და საკმაოდ აქტიურად ვითარდება. საშინელებაა, როდესაც გაერთიანების ნაცვლად გვაქვს ტენდენციები, რომლებიც ერთმანეთს გვაშორებს, და მაინც, ეს მსოფლიოს ბევრ რეგიონში მიმდინარე სისტემური პროცესია და ამ ტენდენციაში მთავარი წვლილი მათ შეიტანეს, რომლებიც საკუთარ თავს სამყაროს ოსტატებად თვლიან. ყოფილი კოლონიური ძალები თანამედროვე სამყაროში არსებულ რეალობას უნდა შეეგუონ. არ უნდა იფიქრო, რომ ასეთი ძლიერი მხოლოდ იმიტომ ხარ, რომ დოლარი გაქვს“.