ანტონიო გუტერეში კიდევ ერთხელ ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოწოდებით გამოდის

ანტონიო გუტერეში კიდევ ერთხელ ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოწოდებით გამოდის

2092744
ანტონიო გუტერეში კიდევ ერთხელ ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოწოდებით გამოდის

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდება ღაზაში დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

გენერალურმა მდივანმა გუტერეშმა, გაეროს უშიშროების საბჭოში, რომელიც შეიკრიბა ღაზას დღის წესრიგით, სიტყვით გამოვიდა.

„ვერაფერი გაამართლებს ღაზას ხალხის კოლექტიური დასჯას. დღეს იქ, ღაზას მოსახლეობა უპრეცედენტო განადგურებას განიცდის. მე ვიმეორებ ჩემს მოწოდებას დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ეს უზრუნველყოფს სამართლიანი დახმარების მიღწევას იქ, სადაც საჭიროა, ხელს შეუწყობს პატიმრების გათავისუფლებას და ხელს შეუწყობს დაძაბულობის შემცირებას ახლო აღმოსავლეთში“, განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზას სექტორზე ისრაელის თავდასხმების შედეგად 25 ათასზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები