საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი თურქეთთან ურთიერთობებზე საუბრობს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი თურქეთთან ურთიერთობებზე საუბრობს

2090644
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი თურქეთთან ურთიერთობებზე საუბრობს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ ისინი შეეცდებიან გააძლიერონ პოზიტიური ატმოსფერო თურქეთთან.

კირიაკოს მიცოტაკისმა, დავოსში  მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ გასულ წელს თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ საბერძნეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები შერბილდა.

„მინდა ვიყო ოპტიმისტური და კიდევ უფრო გავაძლიერო ჩვენი ქვეყნების მიერ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები. საზღვაო იურისდიქციების საზღვრების შედგენის საკითხი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ერთადერთ მნიშვნელოვან პრობლემად სახელდება, გადაწყვეტილი არ არის და ამ პრობლემის მიუხედავად, ჩვენ უნდა შევძლოთ თანაარსებობა და პოზიტიურ დღის წესრიგზე ფოკუსირება“, განაცხადა კირიაკოს მიცოტაკისმა.



მსგავსი ინფორმაციები