დაპირისპირება პაკისტან-ირანს შორის

დაპირისპირება პაკისტან-ირანს შორის

2090146
დაპირისპირება პაკისტან-ირანს შორის

ირანმა განაცხადა, რომ 7 ადამიანი, მათ შორის 3 ქალი და 4 ბავშვი, დაიღუპა პაკისტანის მიერ სასაზღვრო რეგიონის სოფელზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას სისტანის და ბელუჯისტანის ოსტანის გუბერნატორის მოადგილემ, ალი რეზა მერჰამეთმა განაცხადა, რომ პაკისტანმა დილით სარაკეტო თავდასხმა განახორციელა ოსტანის სასაზღვრო სოფელზე.

მერჰამეთის თქმით, განხორციელებული თავდასხმების შედეგად, 3 უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი და 4 ბავშვი დაიღუპა.

მეორეს მხრივ, პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ უაღრესად კოორდინირებული და სპეციალურად მიზანმიმართული მგრძნობიარე სამხედრო თავდასხმები განხორციელდა ირანის სისტანის და ბელუჯისტანის ოსტანში „ტერორისტების თავშესაფრის“ წინააღმდეგ.

მათივე განცხადებით, დაზვერვის ბაზაზე დაფუძნებული ინფორმაციით, ოპერაციის შედეგად მრავალი „ტერორისტი“ იქნა ლიკვიდირებული.



მსგავსი ინფორმაციები