ღაზას სექტორში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება
ღაზას სექტორში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება
2072000
ღაზას სექტორში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული პალესტინელების რიცხვი 15 ათას 523-მდე გაიზარდა.
ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 361-ით გაიზარდა და 15 ათას 523-ს მიაღწია.
შეგახსენებთ, რომ ჰამასის სამხედრო ფრთამ, „ალ-ყასამის ბრიგადამ“ 7 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო ყოვლისმომცველი შეტევა ისრაელზე, სახელწოდებით „ალ-აქსას წარღვნა“. მაშინ, როცა ღაზადან ისრაელის მიმართულებით ათასობით რაკეტა გაისროლეს და შეიარაღებული ჯგუფები შევიდნენ რეგიონის დასახლებებში.
ისრაელის არმიამ ასევე განაცხადა, რომ სამხედრო თვითმფრინავებით დაიწყო ღაზას სექტორის წინააღმდეგ „რკინის ხმლების“ ოპერაცია.