მაღაროში ლიფტის ჩამოვარდნის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
მაღაროში ლიფტის ჩამოვარდნის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
2069927

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ რუსტენბურგში მაღაროში ლიფტის ჩამოვარდნის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა და 75 დაშავდა.
ჩრდილო-დასავლეთის პროვინციის ქალაქ რუსტენბურგში მაღაროში, ლიფტი, რომელსაც მუშები გადაჰყავდა, დაახლოებით 200 მეტრით ჩამოვარდა.
საბადოში შესაბამისი სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიფტში, სადაც 86 მუშა იმყოფებოდა, 11 მუშა დაიღუპა, 75 კი დაშავდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თავის მხრივ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავარიის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს და რეგიონში კომპანიის ყველა სამთო საქმიანობა შეჩერებულია.