რა საკითხები იქნა განხილული ლონდონსა და პარიზში

რა საკითხები იქნა განხილული ლონდონსა და პარიზში

2067750
რა საკითხები იქნა განხილული ლონდონსა და პარიზში

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი: „ღაზაში მიზანი უნდა იყოს ცეცხლის სრული შეწყვეტა. ისრაელზე გავლენის მქონე ქვეყნებმა უნდა განახორციელონ ზეწოლა მუდმივ მშვიდობაზე“.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა აღნიშნული განცხადება, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში და საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციისა (OIC) და არაბთა ლიგის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრების დროს განაცხადა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლონდონსა და პარიზში გამართული შეხვედრების დროს, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

დელეგაციის წევრების განცხადებით, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა, საერთაშორისო საზოგადოებამ, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ (OIC) და არაბთა ლიგამ  ამ მიმართულებით ეფექტური და გადაუდებელი ზომები უნდა მიიღონ. დელეგაციამ განაცხადა, რომ უსაფრთხო გადასასვლელები ჰუმანიტარული მიწოდებისთვის სასწრაფოდ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი.

მოლაპარაკებების დროს ასევე ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ისრაელის დანაშაულები არ უნდა იყოს შემწყნარებელი. დელეგაციამ მოუწოდა ყველა ქვეყანას, რომელსაც აქვს გავლენა ისრაელზე, იმოქმედონ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მიიღონ ზომები ყოვლისმომცველი მშვიდობისა და ორი სახელმწიფოს გადაწყვეტისთვის და ხაზი გაესვა ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას, ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი მშვიდობისთვის.



მსგავსი ინფორმაციები