ღაზაში სიმსივნით დაავადებული პაციენტები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან
ღაზაში სიმსივნით დაავადებული პაციენტები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან
2066422

ისრაელის ბლოკადისა და თავდასხმის ქვეშ მყოფი ღაზას სექტორში სიმსივნით დაავადებული პაციენტები ვერც წამალს პოულობენ და ვერც საავადმყოფოს, სადაც მკურნალობას შეძლებენ.
ამ თემაზე განცხადება გააკეთა თურქეთ-პალესტინის მეგობრობის საავადმყოფოს დირექტორმა სუბჰი შაიკმა.
მისი თქმით, საავადმყოფო, რომელიც ემსახურებოდა კიბოს პაციენტებს, უნდა შეეჩერებინათ ეს სერვისი. „ღაზაში კიბოს პაციენტების სწორი დიაგნოზის დადგენა შეუძლებელია. კიბოთი დაავადებული პაციენტები ვერ პოულობენ წამალს და სხვა სამკურნალო საშუალებებს“, განაცხადა სუბჰი შაიკმა.